დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოსა და ე.წ. დინამოს ბაზრობაზე დასაქმებულთა ტესტირება დასრულდა. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში, ინფიცირების ექვსი შემთხვევა გამოვლინდა.
„იგივე პრინციპით, 500-მდე ადამიანის გამოკვლევა მიმდინარეობს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, სადაც ეპიდემილოგები კიდევ რამდენიმე დღე იმუშავებენ. ეპიდვითარების გათვალისწინებით დაიგეგმება სხვა ბაზრობების კვლევაც“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში დადასტურებულ შემთხვევებიდან ყველას ინფიცირების წყარო დადგენილია.