ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაცმოძრაობას ურჩევნია ხელისუფლებაში დარჩეს ქართული ოცნება და თვითონ შეინარჩუნოს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი” – ხუხაშვილი

“ნაცმოძრაობა” და ქართული ოცნება სისტემური, ანტაგონისტი, სიმბიოზური მოკავშირეები არიან – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც ხუხაშვილი წერს, “ნაციონალური მოძრაობა” არ არის დაინტერესებული ხელისუფლების ცვლილებით.

“პოლიტიკური სტრატეგიის ლოგიკით ნაც. მოძრაობა არ არის დაინტერესებული ხელისუფლების ცვლილებით და თუნდაც მისი გაზავებით და აი რატომ:
მისი ელექტორალური ზრდის პოტენციალი ამ ეტაპზე შეზღუდულია. ისეთი ალტერნატივის ფორმირებაც, რომლის ცენტრში თვითონ იქნება, შეუძლებელია.
ამიტომ, მას ურჩევნია ხელისუფლებაში დარჩეს ქართული ოცნება და თვითონ შეინარჩუნოს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი, რაც უტოვებს შანსს 2024 წელს დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
თუ დღეს ქართული ოცნება შეიცვალა, გაზავდა, ან რაიმე ახალი კოალიცია გაჩნდა, ამ შემთხვევაში კარგავს 2024-ის პერსპექტივას.
დასკვნა: ნაც. მოძრაობა და ქართული ოცნება სისტემური, ანტაგონისტი, სიმბიოზური მოკავშირეები არიან”, – წერს ხუხაშვილი.

იტვირთბა....