ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაგვადგა ნათელი! გიგა ბოკერიამ გადაწყვიტა მაჟორიტარად იყაროს კენჭი” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც, “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“მოკლედ, ასეთი ამბავია:
დაგვადგა ნათელი!
გიგა ბოკერიამ გადაწყვიტა მაჟორიტარად იყაროს კენჭი.
ფოთი, ხობი, სენაკი.
ვინაიდან ამ დღეს მე დიდხანს ველოდი და პროცესი მაგრად მაინტერესებს:
1. ტაბულას სამი თვე ლევან სუთიძე ურედაქტორებს და მე ვდისტანცირდები – სანამ კამპანიაა.
2. მე გადავალ საცხოვრებლად ფოთში და ჩავიბარებ ახალგაზრდების მიმართულებას.
3. ყველას, ვისაც ჩვენ მოგწონვართ, ან უბრალოდ – გაინტერესებვართ და ცხოვრობთ ფოთში, ხობში, სენაკში და მის შემოგარენში – შემეხმიანეთ.
ჯერ მოგისმენთ და მერე ერთად მოვიფიქრებთ რა ვქნათ – როგორ მოვიგოთ”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

პარტია “ევროპულმა საქართველომ” ფოთისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატურები წარადგინა. პარტიიდან ფოთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია, ხოლო ზუგდიდის ოლქში  – გიგი უგულავა იქნება.

იტვირთბა....