თამარ ბაჩალიაშვლის საქმესტან დაკავსირებით “შაბათის ფორმულაში” გასული სიუჟეტის გამო ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილის დაკითხვა დასრულდა.
როგორც დავით ქაშიაშვილმა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მას გამოძიებისთვის წყარო არ დაუსახელებია.
„არცერთი დამატებითი დეტალი არ მითქვამს, ვისარგებლე ჩემი პროფესიული ვალდებულებითა და ეთიკით, იმიტომ რომ არსებობს მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა, ოქმში ეს პოზიცია დავაფიქსირე” – აღნიშნა, ქაშიაშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი “შაბათის ფორმულაში” გასული სიუჟეტის გამო შინაან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
შეგახსენებთ, შაბათის ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პროგრამისტმა თამარ ბაჩალიაშვილმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას გახსნა საიდუმლო ფაილები, შედეგად კი მას ხელთ ქართველი სამი მაღალჩინოსნის შესახებ კომპრომატები აღმოაჩნდა, იმ დღის მერე 23 წლის გოგოს მისამართით ზარები და მუქარები დაიწყო. ამასთან, საგამოძიებო ორგანოდან წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში უკვე გარდაცვლილი მას შემდეგ მიიტანეს, როცა მისმა ახლობლებმა აქციების გამართვა დაიწყეს და გზა გადაკეტეს. მანქანა კი ადგილზე მისაბმელით მიიტანეს.