ახალი ამბები მთავარი სამართალი

თეთრიწყაროს ტყეში თამარ ბაჩალიაშვილი უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს, მანქანა კი მისაბმელით მიიტანეს – “შაბათის ფორმულა”

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე “შაბათის ფორმუ;ლა” ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო ორგანოდან წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში უკვე გარდაცვლილი მას შემდეგ მიიტანეს, როცა მისმა ახლობლებმა აქციების გამართვა დაიწყეს და გზა გადაკეტეს. მანქანა კი ადგილზე მისაბმელით მიიტანეს.

წყარო საგამოძიებო უწყებიდან აცხადებს, რომ მანქანიდან ყველაფერი გასუფთავებულია, რის შედეგადაც უცხო პირის დნმ-ი არ ამოვა. ბაჩალიაშვილის მამას კი საგამოძიებო უწყებაში უთხრეს, რომ გოგონას გაუჩინარების დღეს მის ტელეფონზე ზარი და შეტყობინება არ ყოფილა შესული.

ამასთან, “შაბათის ფორმულა” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პროგრამისტმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას გახსნა საიდუმლო ფაილები, შედეგად კი მას ხელთ ქართველი სამი მაღალჩინოსნის შესახებ კომპრომატები აღმოაჩნდა, იმ დღის მერე 23 წლის გოგოს მისამართით ზარები და მუქარები დაიწყო.

შეგახსენებთ, 18 ივნისს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან გაუჩინარდა. ის 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვნეს.

 

იტვირთბა....