“ბავშვი შიშის ქვეშ იყო, დიდი ხანია საფრთხეს გრძნობდა. მას არ დაუკონკრეტებია არაფერი. ჩემი დიდი გულისტკივილი დღესდღეობით ის არის, რომ ვერ დავეხმარე, ჩემთვის დროზე რომ ეთქვა, რა უჭირდა, შეიძლება დავხმარებოდი, გადამერჩინა ჩემი შვილი. ძალიან ვნანობ, ძალიან! ერთხელ გავბრაზდი კიდეც და ტირილი დაიწყო, მამა, არაფერი მკითხო, გეხვეწები, არავითარი პრობლემა არ მაქვს. თუ რამე, თვითონ მივხედავ თავსო. ოჯახიდან, ჩვენი მხრიდან ბავშვს არაფერი პრობლემა არ ჰქონდა, მის სურვილებს ვაკმაყოფილებდით, არც სიყვარული და გაგება აკლდა. საღამოობით, უცებ დავინახავდი – ტიროდა, მერე მეორე ოთახში გადავიდოდა და ცრემლიანი თვალებით ვხედავდი.”
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა.