aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კინაღამ მეუღლესაც დანა მოხვდა” – გოგი თოფაძე მომხდარი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შვილს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს. თოფაძის განცხადებით, კაცი, რომელმაც მისი შვილიშვილი დაჭრა, იქ მყოფი ქალის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. მისივე თქმით, სანამ შემთხვევის ადგილზე გავიდა, მამაკაცი, რომელმაც მისი შვილიშვილი დაჭრა, წასული იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“მე, ჩემი მეუღლე და ჩემი და სახლში ვართ, დავიძინეთ, ამ დროს ატყდა იქ მთელი ამბავი, სანამ ავედი, ჩემი მეუღლე პირველი გავიდა, ნახა იქ, არტყამდა ვიღაცას, ჩაეხუტა ამ კაცს, კინაღამ მეუღლესაც დანა მოხვდა. მე არ ვიცი, მაგრამ რაც მითხრეს, ეს ქალბატონი და ეს ვაჟკაცი ვინც იყო, რამოდენიმე წელი იყვნენ ერთად, მერე თურმე, ერთმანეთს გაცილდნენ.

„ერთ-ერთს სამი ბიჭიდან ვიღაცამ დაურეკა, ეს ჩამოვიდა ქვევით. შემოვიდა ქუჩიდან სხვა კაცი – უცნობი, ამოვიდა ზევით ამასთან ერთად. რატომღაც ქალის მიმართ იყო ცოტა აღელვებული, ჩემმა შვილიშვილმა დააწყნარა, ამოიღო დანა დაარტყა. ვინ იყო არ ვიცი, მთელი დღე ვარ საავადმყოფოში და ვარ პოლიციაში. პოლიციაში, თქვეს, ვინც გააკეთა დავაკავეთო.

„ჯერ კიდევ ვერ გამოაფხიზლეს, მაგრამ მეუბნებიან, რომ ალბათ, გადარჩება” – განაცხადა გოგი თოფაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმამ დაადასტურა, რომ მისი ძმისშვილი დაჭრილია და კლინიკაში იმყოფება.

სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....