aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჟირაფი გინესის რეკორდსმენი გახდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჟირაფი, სახელად ფორესტი, ავსტრალიაში ბინადრობს. 12 წლის ფორესტი ქუინსლენდის ზოოპარკში ცხოვრობს და მისი სიმაღლე 5,7 მეტრია.

გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა ჟირაფის სიმაღლე სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით დააფიქსირეს. ზუსტი სიმაღლის დადგენის პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდა.

ჟირაფი ფორესტი ახალ ზელანდიაში დაიბადა და ორი წლის ასაკში ავსტრალიაში, ზოოპარკში მოხვდა.

ჟირაფი ფორესტი გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე მაღალ ჟირაფად იქნება მოხსენიებული.

იტვირთბა....