მთავარი ციტატა

” მოვითხოვ გახარიასთან შეხვედრას, უშუალოდ გახარიას მინდა ვესაუბრო… “

“არის მკვლელი მთავრობა. ჯობია, რომ გონს მოეგნენ. სანამ გადაუყოლებით ნაბანი წყლისთვის ბავშვი, დაასახელონ ის 3 ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა… მოვითხოვ გახარიასთან შეხვედრას, უშუალოდ გახარიას მინდა ვესაუბრო”

თეონა თამაზაშვილი, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა

TV პირველი

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. სატელეფონო ზარები გაშიფრულია, ხოლო ბოლო ზარი ვინმე დავით ქოიავასგანაა შესული. 

ოჯახი პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, კრიმინალურ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

იტვირთბა....