მთავარი ციტატა

“მოგვაწოდეს არასასიამოვნო ფაქტები…” – ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი

“მოგვაწოდეს არასასიამოვნო ფაქტები და ამ ფაქტებთან დაკავშირებით გვაინტერესებს, რამდენად არის გამოძიება ინფორმირებული, რა ქმედებები გახორციელდა. ოჯახს აინტერესებს დეტალურად ყველაფერი იმ ვიდეოსათვალთვალო კამერებთან და ყველა იმ ფაილთან დაკავშირებით, რაც კომპიუტერში არის. როგორც მე ველაპარაკე ექსპერტებს, ისინი დეშიფრაციას ახორციელებენ”

მიხეილ რამიშვილი, ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი

TV პირველი

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. სატელეფონო ზარები გაშიფრულია, ხოლო ბოლო ზარი ვინმე დავით ქოიავასგანაა შესული. 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, კრიმინალურ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

იტვირთბა....