“გუშინდელი შეხვედრის შედეგად არის შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმეზე იმუშავებს. მოგვეცა პირობა, რომ ყველანაირი პირობა იქნება, რომ გამოძიებით ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს. გუშინ გადაეცა საქმის მასალა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და ვნახოთ, როგორ იმოქმედებენ”
მიხეილ რამიშვილი, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
TV პირველი
შეგახსენებთ, ბაჩალიაშვილის ოჯახისა და ოჯახის ადვოკატის შეხვედრას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მამუკა ჭელიძესთან გაცნობითი ხასიათი ჰქონდა – ამის შესახებ მიხიელ რამიშვილმა განაცხადა.