aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველა ახალი შემთხვევა შემოტანილია და ყველანი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია.

მისივე თქმით, სამივე დაინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„3 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ყველა შემოტანილია და ყველანი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები. ჩვენ ცენტრს დაემატა ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა. ერთი გახლავთ რუსეთიდან და მეორე აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მდგომარეობის გაუარესება არავისთან არ შეინიშნება. მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსნებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947-ს შეადგენს.

იტვირთბა....