ახალი ამბები მთავარი

“ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა” – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ივნისში საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იან ვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა.

„ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და ამის პირველი ნიშნები სახეზეა – ეკონომიკის ვარდნის ტემპი კლებულობს და ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას“,- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურაზე. მისი თქმით, 2020 წლის ივნისში სამთო-მომპოვებელმა სექტორმა პოზიტიური დინამიკა აჩვენა.

„წინა წლის ივნისთან შედარებით სექტორი გაზრდილია. ესეც მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რადგან ჩვენ, პანდემიის მიუხედავად, არ შეგვიზღუდავს ეს მნიშვნელოვანი სისტემა-შემქმნელი სექტორი და ამიტომაც ჩვენ პოზიტიური მაჩვენებლები მივიღეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

იტვირთბა....