მთავარი ციტატა

“პრეზიდენტი არის მოსიარულე, მოლაპარაკე და ახლა უკვე „მხატვარი საფრთხე“ – გოცირიძე

„როგორ შეიძლება პრეზიდენსტს ჰქონდეს საკუთარი დროშა? – დროშა არის ერთი, ეს არის სახელმწიფო დროშა. მისი გადაწყვეტილება ჯერ ერთი არის არაკონსტიტუციური და როდესაც პრეზიდენტზე ვიძახდით, რომ ის არის მოსიარულე საფრთხე, ანუ გადადგამს ფეხს და მერე მისი შეცდომები უნდა გამოასწოროთ, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მოლაპარაკე საფრთხე, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მწერალი საფრთხე, როდესაც რაიმე პოსტს დადებს და ხან ლიტერატურულად არის ჩასასწორებელი და ხან პოლიტიკურად, ახლა უკვე დაემატა ახალი ეპითეტი და ის არის მხატვარი საფრთხე.”

რომან გოცირიძე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე

ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება საკანონმდებლო მაცნეზე გუშინ გამოქვეყნდა და ის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებულია.

 

იტვირთბა....