გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე გარდაცვლილის დედასთან შეხვედრას ითხოვს.
თამაზ ხომასურიძე ურნალისტებთან აცხადებს, რომ გამოიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს, ამაში კი გარდაცვლილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს ადანაშაულებს. ამიტომ, დაკავებულის მამას სურს, შაქარაშვილის დედას პირადად შეხვდეს და აცხადებს, რომ მისთვის სათქმელი აქვს.
გარდა ამისა, ხომასურიძე მირიან ნიკოლაძეს კარიერისტს უწოდებს და აცხადებს, რომ ის გამოძიებას ხელს აფარებს.
“კარიერისტი კაცი იმის მაგივრად, რომ გამოძიებას ყველა დეტალში ჩაეძიოს, შეცდომა არ გააპარებინოს, ყველაფერს ხელს აფარებს, მე უფრო მაინტერესებს გამოძიება, ვიდრე ამ კაცს,”- აცხადებს დაკავებულის მამა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა იმართება. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაისინჯება დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.