მთავარი ციტატა

“დასაშვებია, რომ მეც მატყუებდეს, მაგრამ თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, ჩემმა შვილმა არ გაიხაროს”- შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის მამა

„ყველაფერს ფარცხავს, თუ დაამტკიცებენ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა, ჩემმა შვილმა არ გაიხაროს და სამუდამო პატიმრობა მისცენ. თეორიულად დასაშვებია, რომ მეც მატყუებს, მაგრამ გამოძიებამ გაარკვიოს. მკვლელი ვინც არ უნდა იყოს, ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.”

თამაზ ხომასურიძე – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა

ამის შესახებ დაკავებულის მამამ ჟურნალისტებთან მცხეთის სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა. 

გარდა ამისა, დაკავებულის მამამ საქარაშვილის ბიზა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ “კარიერისტი კაცი იმის მაგივრად, რომ გამოძიებას ყველა დეტალში ჩაეძიოს, შეცდომა არ გააპარებინოს, ყველაფერს ხელს აფარებს.”

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს იმართება. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაისინჯება დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

იტვირთბა....