“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. რაც შეეხება მის მონაწილეობას და აქტივობას ამ საქმეში, ის აგარაკზე მომხდარი ჩხუბის დროს იღებს დაზიანებებს, შემდეგ კი, როცა მცირედი მონაწილეობა მიიღო, როცა “მერსედესის” მარკის ავტომობილის მხრიდან მოხდა ძალადობა. ამის შემდეგ ლ.შ მანქანის გარეშე დარჩა, შესაბამისად, თბილისის მიმართულებით ვერ გადაადგილდებოდა, აგარაკზე მიბრუნება სურდა, მაგრამ იუბილარისგან უარი მიიღო და სწორედ ამის შემდეგ გადავიდა ის გზის მეორე მხარეს და ცდილობდა თბილისში “ავტოსტოპით” დაბრუნებას. მას არანაირი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა არ დაუგეგმავს. საქმეში წარმოდგენილია 2 მოწმის ჩვენება, რომლებიც ადასტურებენ, რომ მათ წამოიყვანეს ლ.შ. “ავტოსტოპით.”
ზაქრო გვიშიანი – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის, ლ.შ.-ს ადვოკატი.