ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია, რომლის შეწყალებასაც საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ, ამიტომაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მათ უნდა დაუჯეროს.
„უკვე კეთდება განცხადება როგორც ევროპარლამენტიდან, ასევე ამერიკის კონგრესიდან, პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეიწყალოს გიორგი რურუა. მოუწევთ გათავისუფლება და ეს რაც უფრო სწრაფად გაკეთდება, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.
ქვეყანას ელახება პოლიტიკური სახე. ეს მოქმედებს ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, ქვეყანაში აღრმავებს სიღარიბეს. ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილების, ანუ, პოლიტიკური დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება აფერხებს ქვეყნის განვითარებას.
გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია. სალომე ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს, დაუჯეროს პარტნიორებსა და იმ ქვეყნებს, რომელთაც პანდემიის პირობებში 5 მილიარდი ლარის დახმარება გაუწიეს ქვეყანას და შეიძლება, კითხვის ნიშანი დაესვას ამ დახმარების სრულყოფილად გამოყოფის საკითხს“, – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის“ ერთ-ერთ მოწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4- წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.