“ყველგან, სადაც ამ ვირუსმა რაღაც კრიზისები შექმნა, კონსოლიდაცია მოხდა პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების. ჩვენთან მიდის ხელის გადაწევის პრინციპით ერთმანეთის ჩაწიხვლა. არ იქნება ცვლილება შემოდგომაზე? – აუცილებლად იქნება გაზაფხულზე, მე ამაში დარწმუნებული ვარ.ხალხი არის დაღლილი და გაბრაზებული. ხალხი გაბრაზებულია ჩვენთან მიმართებითაც – ზოგადად, პოლიტიკოსებს და ოპოზიციას ვგულისხმობ და მასზე 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო მეტი დოზით ხელისუფლებასთან მიმართებით ივანიშვილთან მიმართ უზომო ტიპის აგრესია არსებობს.”
ირაკლი ოქრუაშვილი – ,,გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი
ამის შესახებ ოქრუაშვილმა ტვ პირველის ეთერში, გადაცემა ,,რეაქციაში” განაცხადა.