თუ კი გიორგი რურუას საქმეზე გამოტანილ სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით რომელიმე მხარის მიერ წუხილი არსებობს, შეუძლიათ, გაასაჩივრონ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
წულიკიანის თქმით, ქვეყანაში არსებობს თავისუფალი სასამართლო, სადაც მხარეებს შეუძლიათ გაასაჩივრონ მათთვის არასასურველი განაჩენი.
„დღეს ყველამ ვნახეთ განაჩენი, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლოს მიერ რურუას საქმეზე. თუ თავად რურუას, მისი ადვოკატების ან პროკურატურის მხრიდან, რომელიც მხარეა ასევე ამ საქმეში, მოცემულ განაჩენთან დაკავშირებით რაიმე წუხილი არის, ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებობს თავისუფალ პირობებში, პოლიტიკური წნეხისგან, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, იუსტიციის მინისტრისგან, კანონმდებლებისგან თავისუფალი სასამართლო, მათ შორის, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციები, სადაც ორივე მხარეს შეუძლია, გაასაჩივროს მისთვის არასასურველი განაჩენი ან განაჩენის რომელიმე ნაწილი, თუ ისინი მას არ ეთანხმებიან“, – განაცხადა წულუკიანმა.