ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

31 ივლისიდან ქართველი გულშემატკივრები სტადიონებზე შესვლას შეძლებენ

31 ივლისიდან ქართველი გულშემატკივრები სტადიონებზე შესვლას შეძლებენ. უკვე იხსნება შეზღუდვა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა. შესაბამისად, ეროვნული ლიგის მერვე ტური უკვე მაყურებლების თანდასწრებით გაიმართება.

სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დაშვების ინიციატივით, საქართველოს მთავრობას “სფფ”-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 21 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო, – იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

იტვირთბა....