გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ ის უნდობლობას არა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობას, არამედ გამოძიებას უცხადებს. მისივე თქმით, ის გარდაცვლილი 23 წლის ახალგაზრდა ქალის ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას არ ითხოვს.
“დაველოდოთ გამოძიებას, არავის არ ვუცხადებ უნდობლობას, არც ამ მთავრობას, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე უნდობლობას ვუცხადებ გამოძიებას. დაიკითხოს ის პიროვნება, ღამე, სამ საათზე რომ მითხრა კომპიუტერი გავხსენით, მაგაზე ვმუშაობ, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე იყო შენი შვილიო, ახლა რომ იძახიან არ არის გახსნილიო. მიხეილ რამიშვილი რომ იყო გუშინ ექსპერტიზის ბიუროში, ერთი ამბავი იყო, კინაღამ შეჭამეს კაცი. რატომ იყო გახსნილი კომპიუტერი?!” – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
ცხედარი რომ ვნახე ისეთ დღეში იყო, თითქოს სადღაც “შებოლეს”. ასეთი რამ არ მინახავს, დღემდე შოკში ვარ. დახურულ სივრცეში აწეულ შუშებში, ასეთი რაღაც არ ხდება. ჩემ გულისტკივილს არავინ უსმენს. ერთი სიტყვა წამომცდა დნმ… ჯერ ეს ადრეა” – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.