aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება ახალგაზრდებს უკავშირდება” – “ჯანმო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენ რამდენიმე ჯანდაცვის უწყებიდან მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლად ინფიცირებულების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არია – ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ “ბიბისისთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც კლუგემ აღნიშნა, აუცილებელია მთავრობებსა და ახალგაზრებს შორის პანდემიასთან დაკავშირებით უფრო ეფექტური კომუნიკაცია შედგეს.

„ადგილობრივი კერები და „კოვიდ-19“-ის მზარდი შემთხვევები უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ვიცით, რომ ეს ადამიანთა ქცევაში ცვლილებების შედეგია. ჩვენ რამდენიმე ჯანდაცვის უწყებიდან მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლად ინფიცირებულების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან. მათ საკუთარი თავის, თავის მშობლების, ბებიებისა და ბაბუების, ასევე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა აკისრიათ. ჩვენ ახლა უკვე ვიცით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა კლუგემ.

იტვირთბა....