ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არა ბიჭო, 5 ტყვია გესროლა და ვერ მოგარტყა ვერცერთი” – ლერი სულაბერიძის ამბავზე მოკლული ძმები თორაძეების და კომენტარს აკეთებს

“ჯერ ერთი, სამყაროა მაგის მტერი, მაგრამ ვინ ესროდა მაგას ახლა ისევ თვითონ თამაშობენ ომობანას და მერე სხვებს დააბრალებენ, არა ბიჭო 5 ტყვია გესროლა და ვერ მოგარტყა ვერცერთი! მეორე ის რომ ყოფილ სპორტსმენს არა რა! ყოფილ კრიმინალს და მკვლელს რატომ არ ახსენებთ თქვე მსახიობებო!” – ასე გამოეხმაურა 90-იან წლებში, ვერაზე მოკლული ძმებ თორაძეების და თამარ თორაძე გუშინ, თბილისის “დინამოს” ყოფილ მფლობელზე, ლერი სულაბერიძეზე თავდასხმას.

“ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად, რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო. გამომძიებლებთან რაც საჭირი იყო, ყველაფერი დავაფიქსირე. სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ” – განაცხადა სულაბერიძემ.

მას შემდეგ რაც თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე, მოკლული ძმების ოჯახის წევრმა, თამარ თორაძემ საქართველოს გენერალური პროკურატურისგან გამოძიება მოითხოვა, უწყებამ აშშ-ს შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. თამარ თორაძე, ოჯახის ტრაგედიიდან რამდენიმე ხანში შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და დღემდე იქ ცხოვრობს.

თამარ თორაძემ, ინტერვიუების დროს, რამდენჯერმე ახსენა ლერი სულაბერიძე, როგორც მისი ძმების მკვლელობის საქმეში გარეული.

შეგახსენებთ, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 1992 წელს მოხდა. აღნიშნული წლის 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზოუკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამარ თორაძე, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

 

იტვირთბა....