ყოფილი სპორტსმენის და მხედრიონელის, ლერი სულაბერიძის გამოკითხვა დასრულდა. მისი თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს ვინ ესროლა და სავარაუდოდ სროლა მანქანიდან განხორციელდა.
“ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად, რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის, სავარაუდოდ, ხვალ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო. გამომძიებლებთან რაც საჭირი იყო, ყველაფერი დავაფიქსირე. სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ” – განაცხადა სულაბერიძემ.
ცნობისათვის, წყნეთის გზაზე, კაკლებთან ლერი სულაბერიძის ავტომანქანას ესროლეს.