ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მინდა, რომ ამერიკის ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს ეს საქმე” – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

“ჯერ მეუბნება ეს პიროვნება, ქვემო ქართლის სამმართველოსთან, შუაღამის სამ საათზე რომ ვიყავი დამელაპარაკა. მოვედი მეორე დღეს ვურეკავ და მეუბნება, ახლა მაგაზე ვმუშაობო, შენი გოგო რა დიდი პრობლემის წინ არისო. იმის შემდეგ ვურეკავ, აღარ მპასუხობს. ეს გამოვიდა გუშინ და თქვა რომ ესეთი რამე ტყუილიაო. ზუსტად ამიტომაც მინდა, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს ეს საქმე. არ ვენდობი, იმიტომ, რომ ეგეთი ადამიანი უნამუსოდ რომ გამოდის და ამას იძახის, ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება წაშალეს უკვე, ვერ გაიგებ.”

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამა

ამის შესახებ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

 

იტვირთბა....