“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას ბრიფინგს გამოეხმაურა.
როგორც ბერძენიშვილი წერს, სუსტის მხრიდან ძლიერის შანტაჟი ძლიერს აძლიერებს, უფრო.
“ნაცების ბულინგის იმედი რომ არ ექნება სერიოზულ ხალხს, ცხადია. ამიტომ, ღიმილისმომგვრელია ზოგ შემთხვევაშასეთი ანგლობა, ზოგ შემთხვევაში კი კონტრპროდუქტიული..”რაკი ძლიერი ხარ, დამითმე, თორე დაგარტყამ” არა მარტო უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ამის მთქმელს, არამედ კონტრპროდუქტიულიცაა. “ვამხელთ ნაცებს, როგორც ოპოზიციის ერთობის ჩამშლელებს” – არაკვალიფიციური ტაქტიკაა, ჩემი მოკრძალებული, კვალიფიკაციაზე პრეტენზიის მქონე აზრით. სუსტის მხრიდან ძლიერის შანტაჟი ძლიერს აძლიერებს, უფრო…თუ გამაოგნებელ შეცდომების კასკადს არ უშვებს წამოკიდებული ძლიერი. არ დაუშვებს!
კარგი ტექსტია გიგის ტექსტი(ის სამდღიანი ვადა შეცდომის აღიარებისთვის და გამოსასწორებლად ნაცებისთვის მიცემული კია ზედმეტი, ჩემი აზრით..სხვა ყველაფერი წესრიგშია). დიდუბე და საბურთალო თუ ვერ შეათანხმა ოპოზიციის ამ ნაწილმა, არ იქნება არც კარგი და არც დამაჯერებელი, რომ თბილისს გარეთ შეძლებენ ამ ნაწილობრივ საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას. გასაგებია, რომ ევსაქებსაც და სხვებსაც სურთ საკუთარი კონკურენტუნარიანი კანდიდატებისთვის რამდენიმე ოლქში იმ ზემოთაღწერილი კონკურენტუნარიანი X კანდიდატ(ებ)ისთვის სასარგებლო პირობების შექმნა. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ ნაცებისკენ, ოპოზიციის ლიდერი სუბიექტისკენ ხელის გაშვერა საკუთარი ტაქტიკის სისუსტის, კონტრპროდუქტიულობის დადასტურებაც იქნება, არა მარტო ელექტორალური პრობლემის”, – ამბობს ბერძენიშვილი.
აღნიშნული განცხადებით, ბერძენიშვილი, “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას ბრიფინგს გამოეხმაურა.