“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ბრიფინგი გამართა და ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, რაც შეიძლება მალე შეთანხმდნენ და წარადგინონ ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები.
უგულავა “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რეგიონებში 22-ვე ოლქში მაჟორიტარული კანდიდატების დაყენებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ენმ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ოპოზიციაც დააყენებს კანდიდატს, რომელიც ასევე კონკურენციაში იქნება მათთან(ენმ-სთან).
“ჩვენ ხანგრძლივი კონსულტაციები გვქონდა ერთიან ნაციონალურ მოზღაობასთან, საზოგადოებისთვის ცნობილია და განცხადებულია მათი პირველადი პოზიცია, რომ ისინი თბილისს გარეთ 22-ვე ოლქში დააყენებენ მაჟორიტარულ კანდიდატებს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიუხედავად ბევრი არგუმენტებისა, რაც ჩვენი მხირდან იყო დაყენებული, მათი ეს გადაწყვეტილება სამწუხაროდ უცვლელი დარჩა. ეს მათი უფლება და მათი ნებაა, ამით ჩვენ არ უნდა შევქმნათ რაიმე ტრაგედია.
მე მინდა მოვუწოდო ასეთ ვითარებაში და ასეთ პირობებში, რომ ოპოზიციის საერთო პოზიცია არ შესუსტდესივანიშვილთან მიმართებაში. მე მინდა ვთხოვო, მოვუწოდო ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს დღეებში, უახლოეს მომავალში გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარზე, რომლებიც იასპარეზებენ საქართველოს რეგიონებში.
არსებობს ასეთი ფორმულა, რომ თანხმობა თბილისში და კონკურენცია რეგიონებში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ენმ-მ მიიღო ეს გადაწყვეტილება და კონკურენცია იქნა რეგიონებში, სწორი გადაწყვეტილება იქნება რომ ჩვენ ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე გავაგრძელოთ და სწრაფად დავასრულოთ ეს კონსულტაცია და საზოგადოებას შევთავაზოთ ერთიანი მთავარი მაჟორიტარი, რომელიც ბუნებრივია კონკურენციაში იქნება მათ შორის ჩვენს კოლეგებთან. ხაზს ვუსვამ ეს მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ, როგორც მოცემულობას, ეს მათი უფლებაა.
ამასთანავე, ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ თბილისის შეთანხმება, არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით ასეთ ვითარებაში. ჩვენ ვნახეთ კვლევებიდანაც და ამას ვხედავთ ყოველდღიურ საქმიანობაში.
ჩვენ არ გინდა რომ კარი დავუხოროთ ნაცმოძრაობას, თუ ისინი გადაწყვეტენ და შეიცვლიან პოზიციას უახლოესი სამი ოთხი დღის განმავლობაში კვლავ გავაგრძელებთ და დავასრულებთ ამ პროცესს”, – განაცხადა უგულავამ.