კომპანია “ზეგ”-ი სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს ბაჩალიაშვილის სამსახურის ტელეფონი და ლეპტოპი დროულად იქნას შესწავლილი.
როგორც კომპანიის იურისტი, ქეთი მირიანაშვილი აცხადებს, პროცესის გაჭიანურება კომპანიას ზიანს აყენებს.
“კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს და ნებისმიერ კითხვას პასუხს ვცემთ. ხელჩასაჭიდი არაფერია, ვინაიდან კომპიუტერი ჯერ გახსნილი არ არის.
კითხვის ნიშნები ჩვენს კომპანიას ზიანს აყენებს რეპუტაციის თვალსაზრისით. თუ ეს საკითხი დროულად არ გაირკვევა, შესაბამის ზომებს მივმართავთ,” – აცხადებს კომპანია “ზეგ”-ის იურისტი.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.