ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სასამართლომ არც ის ინება, რომ სათათბირო ოთახში გასულიყო. ადგილზევე გამოიტანა გადაწყვეტილება” – შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგო ბარბაქაძის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, მოსამართლემ გადაწყვეტილება წამში გამოიტანა და სათათბირო ოთახში არც გასულა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება უარგუმენტოა.

„სასამართლო დასრულდა ისე, როგორც თავიდან ვთქვი. სასამართლომ არც ის ინება, რომ სათათბირო ოთახში გასულიყო. ადგილზევე გამოიტანა გადაწყვეტილება და თერთმეტივე დატოვა პატიმრობაში. არც ის განიხილა, რომ თერთმეტიდან შეიძლება ყველას სხვადასხვა სიმძიმე ჰქონოდა. არც ის გაითვალისწინა, რომ საქმეში თავიდან 8 ტომი იყო, შემდეგ კი გაიზარდა. ასე ცალსახად რამდენიმე წამში გამოიტანა გადაწყვეტილება” – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დღეს 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლებიც მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....