ჭიათურაში, სოფელ ხალიფაურში ნიღბიანებმა პენსიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. მათივე ცნობით, წაღებულია ფული და ძვირადღირებული ნივთები. შინაგან საქმეტა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა გუშინ, 26 ივლისს ღამით მოხდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 11-დან 15 წლამდე. შსს-ს განცხადებით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.