“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ხატია დეკანოიძე “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას პასუხობს.
როგორც დეკანოიძე აცხადებს, ახლა ქვეყანაში იმდენად რთული ვითარებაა, რომ პოლიტიკურ პოზიციებზე საუბარი უხერხულია.
“ენმ ყოველთვის ერთობის მომხრე იყო. გვახსოვს თბილისში მაჟორიტარული ოლქების დათმობა. ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ მოხერხდა ოპოზიციას შორის შეთანხმება 2 მაჟორიტარულ ოლქში.
ასევე, ენმ – ს არასდროს დაუმალავს, რომ ჩვენ ძლიერი პოზიციები გვაქვს რეგიონებში მაგრამ ახლა ქვეყანაში გაჭირვებაა და ამაზე საუბარი უხერხულია.
ენმ ყველაფერს გააკეთებს, რომ ივანიშვილი დამარცხდეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ევროპულ საქართველოს და არც სხვებს შეფერხება არ ჰქონიათ კომუნიკაციაში, ამიტომ ჩვენ გავაჟღერებთ ჩვენს გადაწყვეტილებას. გაუგებარია რატომ ხდება ჩვენი გადაწყვეტილების სხვა პარტიის მხრიდან გაჟღერება.” – ამბობს “ნიუპოსტთან” დეკანოიძე.