ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბავშვებში კორონავირუსი შეიძლება დიარეით დაიწყოს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში კორონავირუსი შეიძლება დიარეით დაიწყოს, ამიტომ ყველა შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა ფიქსირდება, აუცილებელია მოსახლეობამ ამბულატორიულ ცენტრებს მიმართოს.

აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში გააკეთა.

„მინდა მოსახლოებას კიდევ ერთხელ ვთხოვო, როდესაც ტემპერატურა უფიქსირდებათ აუცილებლად ამბულატორიულ ცენტრებს მიმართონ. ვიცი ბევრი თავს იკავებს და თვითმიმართვით არ მიდის ჩვენს ამბულატორიულ ცენტრებში PCR ტესტზე შემოწმებისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ზაფხულია, შეიძლება გაცივდით, ამ სეზონზე ხშირია ინტოქსიკაციები, მაგრამ ამ ყველაფრის ქვეშ შეიძლება კოვიდინფექცია იმალებოდეს, ბავშვებში ხშირია კორონავირუსის დიარეით დაწყება. ამიტომ ყველა ამ შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა გვაქვს, ბავშვი იქნება თუ მოზრდილი, აუცილებელია ამბულატორიულ ცენტრებს მიმართოთ, სადაც მოხდება ნაცხის აღება და შემდეგ PCR ტესტით გამოკვლევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....