ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მსოფლიოში COVID-19-ის პანდემია სიჩქარეს იკრეფს, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა” – “ჯანმო”

ჩვენ არ ვართ პანდემიის ტყვეები, მომავალი ჩვენს ხელშია – ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირას საგანგებო სიტუაციების კომიტეტს მოიწვევს, რათა ახალი შეფასება მიეცეს პანდემიას და მიღებული იქნას სათანადო რეკომენდაციები.

“პანდემია განაგრძობს გაძლიერებას. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. საერთშორისო მარეგულირებელი წესების თანახმად, მიმდინარე კვირას საგანგებო სიტუაციების კომიტეტს მოვიწვევ, რათა ახალი შეფასება მივცეთ პანდემიას და სათანადო რეკომენდაციები მივიღოთ. ბევრი რამ ვისწავლეთ და ახლაც განვაგრძობთ სწავლას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო შეიცვალა, კორონავირუსთან ბრძოლისთვის ისეთი ფაქტორებია აუცილებელი, როგორიც არის პოლიტიკური ლიდერობა, საზოგადოების ინფორმირება და კორონავირუსთან ბრძოლაში მათი ჩართულობა. ჩვენ არ ვართ პანდემიის ტყვეები. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ცვლილებების შეტანა. მომავალი ჩვენს ხელშია”, – განაცხადა გებრეიესუსმა.

იტვირთბა....