“უთანხმოება რომ ყოფილიყო, „ძალა ერთობაშიას” ლიდერები პირდაპირ ეთერში ჩემს კანდიდატურას საბურთალოს მაჟორიტარად მხარს არ დაუჭერდნენ. რა ქნას მეტი იმ ხალხმა. რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატს, შესაძლოა, დიდ პარტიას თავისი სურვილები ჰქონდა, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია, მაგრამ უარი საქართველოში შეიძლება მხოლოდ ხალხმა თქვას. მე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვაშაძის მიმართ დიდი სიმპათია ბევრს აქვს. დასავლური ვექტორი დღეს, როგორც არასდროს, კიდევ უნდა დაუდგეს ერთმანეთს დიდ პარტნიორობაში სამომავლოდ, მაგრამ ახლა ბევრი საეჭვო ვექტორია.“
თაკო ჩარკვიანი – პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი
ამის შესახებ ჩარკვიანმა ახალი პლაფტორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ „ძალა ერთობაშია“ დატოვა და ახალი კამპანია დაიწყო. გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და “სტრატეგია აღმაშენებლის” ექსპერტები ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან.