ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არავითარი საფუძველი არ გვაქვს დამშვიდებას მივეცეთ. არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ქვეყანაში კოვიდინფექცია ცირკულირებს, ამიტომ მოსახლეობას დამშვიდების საფუძველი არ აქვს. თუმცა, მისივე თქმით, არც პანიკის და განგაშის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს.

„კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს, ამიტომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს დამშვიდებას მივეცეთ. არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ. ციფრები, რომელიც მე დავასახელე, მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს და ის მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია. რომ ჩვენ არ ვატაროთ პირბადე, არ დავიცვათ დისტანცია, არ დავიმუშოთ სანიტაიზერებით ხელები და თავი არ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....