ჩუღურეთის რაიონში, თოიძის ქუჩა N14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს, მწვავედ ავარიულია.
პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები გამაგრდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი და წერტილოვანი საძირკველი.
პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული საფრთხე მოიხსნება და ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
გამაგრების სამუშაოებისთვის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 107 145 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მსგავსი ტიპის სამუშაოები ჩუღურეთის რაიონში პარალელურად, ცხრა მისამართზე მიმდინარეობს.