ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ღარიბაშვილის დაცვის ყოფილი წევრი შავნაბადის ბაზაზე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს – “დროება”

17-18 ივნისს შავნაბადას ბაზაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც იოსებ მჭდლიშვილი დააკავეს. იგი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის ყოფილი წევრია. ამის შესახებ ინფორმაციას “დროება” ავრცელებს. იოსებ მჭედლიშვილი, იგივე “ზლოი“, დაკავებამდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, შავნაბადის ბაზაზე მუშაობდა. მჭდლიშვილი ბაზაზე განაღმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა და იგი სწორედ შავნაბადის  ტერიტორიაზე დააკავეს.

სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მისი სამუშაო კაბინეტის სეიფიდან 8 აბი სუბოტექსი, ხოლო, სავარაუდოდ, მის მფლობელობაში არსებული ავტომობილების ე.წ. დაშლილი ნაწილების მაღაზიიდან 141 აბი სუბოტექსი ამოიღეს. წყარო “დრეობას” უყვება, რომ გამოძიება დამატებით 500 აბს ამ დრომდე ეძებს.

იოსებ მჭედლიშვილმა შავნაბადის ბაზაზე მუშაობა ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ დაიწყო. უსამსახუროდ დარჩენილი პირადი დაცვის წევრს ახალ სამსახურში ლობირება სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა გაუწია. ამის შესახებ “დროება” იუწყება .

იოსებ მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი 4 აგვისტოს გაიმართება.

იტვირთბა....