“კატეგორიულად გამოვრიცხავ თვითმკვლელობას, თამარი ახალ სამსახურს ეძებდა. როდესაც პიროვნება
ხარ ჩამოყალიბებული, ხარ წარმატებული, უკვე გაქვს განათლება შესაბამისი, გაქვს მაღალანაზღაურებადი სამსახური, გყავს ავტომანქანა, ეძებ ახალ სამსახურს, შეყვარებული არ გყავს, ვერანაირ მოტივაციას ვერ ვხედავ იმისათვის, რომ სუიციდი ყოფილიყო. ერთადერთი მიმართულება შეიძლება იყოს თვითმკვლელობამდე მიყვანა ან მკვლელობა. ჩვენი ყურადღება უფრო მიმართული იყო, რომ შეიძლებოდა ვინმეს მოეტაცებინა ოჯახის შექმნის მიზნით”
კობა თამაზაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს. მანამდე კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.
გარდაცვლილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.