მთავარი ციტატა

“ახვლედიანი ჩვენებას კიდევ ერთხელ ცვლის – როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ გახდა საჭირო, რომ კვლავ მიეცა ჩვენება” – კობაიძე

“ახვლედიანი კიდევ ერთხელ ცვლის ჩვენებას, მას ორჯერ აქვს ჩვენება მიცემული, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ გახდა საჭირო, რომ კვლავ მიეცა ჩვენება, თუმცა აქ გასათვალისწინებულია, რომ მას მისსავე ჩვენებაში ყურადღება არ აქვს გამახვილებული დროზე, ანუ რა დროის მონაკვეთში დაინახა ბატონი ჩიქოვანი და თუნდაც გაგნიძე. ეს არის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებზეც არ საუბრობს”

ალექსანდრე კობაიძე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

TV პირველი

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დაზარალებულ ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....