მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“გიორგის გაეკიდნენ „ტოიოტა“-დან გადმოსული მხეცები, რომელთაგან სამი მათგანი გაეკიდა ხიდის გასწვრივ სირბილისას და ჩაჰყვნენ ხიდების ბურჯებამდე”

“გიორგის გაეკიდნენ „ტოიოტა“-დან გადმოსული მხეცები, რომელთაგან სამი მათგანი გაეკიდა ხიდის გასწვრივ სირბილისას და ჩაჰყვნენ ხიდების ბურჯებამდე, ხოლო ორმა მათგანმა ხიდზე გადმოუსვლელად ჩაუხვია ამავე ბურჯებთან ჩამავალ გზაზე მეორე მხრიდან, სადაც გიორგი აღმოჩნდა ალყაში და იძულებული გახდა სირბილი გაეგრძელებინა მდ. არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. სადაც დაეწივნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და გადააგდეს მდინარეში”

მირიან ნიკოლაძე, ადვოკატი,  გიორგი შაქარაშვილის ბიძა

სოციალური ქსელი

ასევე, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ არაგვის ხიდის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებში მონაწილეთა გათავისუფლება დანაშაულის დაფარვისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ნიკოლაძეს საგამოძიებო უწყებასთან პრეტენზია არ აქვს.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

იტვირთბა....