ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ხუთი ე.წ. ლილოს კლასტერს უკავშირდება, ექვსი შემოტანილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ხუთი ე.წ. ლილოს კლასტერს უკავშირდება, ექვსი შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის, ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„სამწუხაროდ, ერთი გვყავს სამედიცინო პერსონალი და ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. დაახლოებით გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ დაბეჯითებით თქმა არ შეგვიძლია. სამედიცინო მედპერსონალს რაც შეეხება, ეს არის ერთი კონკრეტული კლასტერი და მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

იტვირთბა....