ახალი ამბები მთავარი

“ივნისში მოსახლეობის ჯიბეებიდან, ეკონომიკიდან ამოღებულია დაახლოებით 375 327 მლნ ლარის თანხა” – ჭიჭინაძე

ივნისის თვეში ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებიდან, ჩვენი ეკონომიკიდან ამოღებულია დაახლოებით 375, 327 მილიონილარის ოდენობის თანხა, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ჭიჭინაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ „საჩუქრები“ საქართველოს მოსახლეობისთვის გრძელდება.

„რატომ გაცოცხლდა და როგორ აღმოჩნდა კერძო ფინანსური კომპანიების ხელში 2018 წელს ე.წ. განულებული სესხები?! საუბარია 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაპირებაზე, როდესაც „ოცნებას“ მოსახლეობისთვის ვალები უნდა ჩამოეწერა(დაახლოებით მილიარდნახევარ ლარის სესხი, რომელიც ივანიშვილმა რამდენიმე ათეულ მილიონად შეიძინა) მაგრამ იმ ფინანსურმა კომპანიებმა, რომლებმაც ეს ვალები იყიდეს, დღეს მოსახლეობას ატერორებენ. ანუ თუ ამ ვალების ჩამოწერა რეალურად მოხდა, როგორ აღმოჩნდა ეს ვალები ამ ამომღებ კომპანიებთან?! მეორე, 2020 წლის ივნისის მონაცემებით, ბანკებმა ადამიანებისგან და ეკონომიკიდან დაახლოებით 400 მილიონი ლარი ამოიღეს. აქედან 127 მილიონი წმინდა მოგებაა.

მაშინ, როდესაც ხელისუფლება შემოსავლების გარეშე დარჩენილ ადამიანებს, სესხების კაპიტალიზაციის გარეშე გადავადებას ჰპირდებოდა, სტატისტიკამ აბსოლუტურად სხვა ციფრები გვაჩვენა – ივნისის თვეში ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებიდან, ჩვენი ეკონომიკიდან ამოღებულია დაახლოებით 375, 327 მილიონი ლარის ოდენობის თანხა. რაც შეეხება იმ სტატისტიკას, რომ გამოკითხული ადამიანების 53% თვლის, რომ არ დაკარგავს სამუშაო ადგილს, თუ შევხედავთ იმ მოცემულობას რასაც დღეს ბანკები თავისი მოგებებით ახდენენ, ვფიქრობ, რომ არათუ 53% შეინარჩუნებს, კომპანიების დაახლოებით 30% – 35% მაინც თუ შეინარჩუნებს თანამშრომლებს ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა. რეალურად, ჩვენ ვხედავთ რომ ნებისმიერი სექტორი, ეს იქნება – ბაზრობები, სასტუმროები, რესტორნები თუ სხვა, პრაქტიკულად მყიდველი ყველგან გამქრალია და ეს მიანიშნებს ზუსტად იმაზე, რომ ფულის აკუმულირება ხდება ისევ და ისევ ძალიან ვიწრო ჯგუფების ხელში. ფართო მასებს, ხალხს ფული არ აქვს! აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ ზოგადად „ქართული ოცნების“ პირობებში, მთელი ეს მანქანა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ბანკების და ფინანსური ჯგუფების ინტერესებს“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

იტვირთბა....