ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარობას აპირებს. ამის შესახებ ადვოკატი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება.
ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება“, – წერს კობაიძე.
ცნობისთვის, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებებს იცავს.