მთავარი ციტატა

“დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ბოლომდე გაწირა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები…”

“დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ბოლომდე გაწირა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. მათ ჰქონდათ დრო, ემუშავათ, რათა თავიდან აერიდებინათ წარმომადგენელთა პალატის ეს გადაწყვეტილება. ჩემთვის ამ ფონზე აბსოლუტურად გაუგებარია დამსხვრეული ოცნებების პარტიის გუშინდელი ზარ-ზეიმი მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, სადაც ასევე დგას წინაპირობა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანგარიში უნდა წარადგინოს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომ სრულფასოვანი მხარდაჭერა მოხდეს თავდაცვისუნარიანობის კუთხით”

გიორგი ვაშაძე, “ახალი საქართველოს” ლიდერი

ვაშაძე დღეს ბრიფინგზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტის აშშ-ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის (FY2021 SFOPs) დამტკიცებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის გამოყოფილი 132 $ მილიონიანი დახმარებიდან, 15% არ გაიცემა იქამდე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ პირობებს არ შეასრულებს.

იტვირთბა....