“შაქარაშვილის შემთხვევაში იქ არის, სიცოცხლის დროინდელი სისხლნაჟღენთები, რომელსაც ასევე თავისი ხანდაზმულობა აქვს. შესაბამისად თუ კი სიცოცხლის დროინდელ სისხლნაჟღენთებსაც გავითვალისწინებთ და მის ხანდაზმულობას, ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ ეს ადამიანი გარკვეული პერიოდი კიდევ იყო ცოცხალი.”
მარიამ ჯიშკარიანი – წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის “ემპათიას” ხელმძღვანელი
ამის შესახებ ჯიშკარიანმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.