23 წლის პროგრამისტი სამსახურიდან წასვლას დაახლოებით 6 თვის წინ ფიქრობდა – ამის შესახებ, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელმა, კომპანია ZAG-ის მეპატრონემ აბრაჰამ რეიხბახმა “მთავარ არხთან” საურისას განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია ZAG-ი, საქართველოში დაახლეობით 8 წელია ფუნქციონირებს და ისინი კომპანიებს პროგრამულად უზრუნველჰყოფენ, თუმცა თავად მფლობელი ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართული არაა.
“ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ვიზიარებ მწუხარებას, ყველაზე მეტად მშობლებზე მეფიქრება…
თამარი, სხვების მსგავსად, პროგრამებს წერდა, ჩვენ კარგი მენეჯერი გვყავს საქართველოს ოფისში, მე არ ვარ ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში, მენეჯერი კურირებს ყველაფერს. რაც ვიცი, ჩვენი თანამშრომლები კმაყოფილი არიან ანაზღაურებით, პირობებით და ყველა თავისუფალია თავის ქმედებაში – წავიდეს თუ დარჩეს.
როგორც ვიცი, თუ არ ვცდები, თამარმა თქვა, რომ წასვლას აპირებდა, მგონი ეს 6 თვის წინ იყო, ზუსტად არ ვიცი. რადგან მას 2 სამსახური ჰქონდა. მე პირადად მასთან არ მისაუბრა, მგონი ერთხელ დავინახე ოფისში, როცა ჩამოსული ვიყავი, უბრალოდ მივესალმე, რადგან ყოველდღიურ საქმიანობაში არ ვერევი”. – განაცხადა რეიხბახმა.
როგორც კომპანიის მეპატრონემ აღნიშნა, ის 100%-ით არის დარწმუნებული, რომ თამარის დაღუპვა ამ სამსახურს არ უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.