თუ ასე გაგრძელდა, მისაღები იქნება მაქსიმალურად უკიდურესი ზომები, რათა ამ დაავადების განვითარება არ მოხდეს – ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსორებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა.
„ქვეყანაში ნამდვილად ძალიან რთული ვითარება გახლავთ. ასეთ ვითარებას ამ პერიოდისათვის არ ველოდით, ცოტა უფრო მოგვიანებით. ეს ყველაფერი მაინც მოქალაქეების უპასუხისმგებლობის გამო მოხდა. მე სრულიად ვეთანხმები პოზიციას, რომ გარდაბნის სოფლები უნდა დაიკეტოს, თორემ ისეთი პირი უჩანს, რომ ძალიან დრამატულად განვითარდება სიტუაცია.
მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ კორონავირუსი არ არის მსუბუქი ინფექცია. ეს მართლაც მძიმე ინფექციაა და ნურავის ჰგონია, რომ ვირუსი კლინიკურად მაინცდამაინც გამოკვლეული, რომ არ არის, ლაბორატორიულ მონაცემებში ცვლილებები არ აქვთ. აი, ეს არის ამ დაავადების სივერაგე, რომ კლინიკურად ცვლილება არ იკვეთება, ხოლო ლაბორატორიულ მონაცემებში სივერაგეა. რას ტოვებს ვირუსი ორგანიზმში, არავინ იცის.
თუ ასე გაგრძელდა, მისაღები იქნება მაქსიმალურად უკიდურესი ზომები, რათა ამ დაავადების განვითარება არ მოხდეს. თორემ თუ ინფიცირებულთა რაოდენობა პირველ ტალღას გადააჭარბებს, ვითარება ცოტა რთულად იქნება.
თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნიღბებითაც ნაკლებად დადის. უკვე ძალიან სერიოზული თავშეყრები ხდება და ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ დაიწყო ძალიან ადრე მეორე ტალღა. თუ რეგულაციები არ გამკაცრდა და ჩვენმა მოქალაქეებმა არ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ყველამ ვიაროთ ნიღბით და ყველამ დავიცვათ ხელის დაბანის წესი, რა თქმა უნდა, რეგულაციები გამკაცრდება.
თუ ისე წავიდა საქმე, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენც ვეღარ მოვათავსეთ პაციენტები კლინიკებში, დამერწმუნეთ, რომ იქნება მაღალი ლეტალობა. იმის გარკვევა ბინაზე ვინ, როგორ იქნება და როდის დამძიმდება, არავინ იცის.
ამდენად, ვთხოვ მოსახლეობას, რომ იყვნენ ყურადღებით და როგორმე შევძლოთ, რომ გადავრჩეთ. ძალიან დაარტყამს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ეკონომიკას ის, რომ კიდევ ერთხელ ჩასაკეტი გახდეს ყველაფერი. სხვათაშორის, ბოლოს შემოსული უსიმპტომო პაციენტები მძიმეები არიან. სიმძიმე წამოვიდა უფრო მეტი. იყო წამოსული ტენდენცია უფრო შემსუბუქებისკენ, მაგრამ ორი-სამი დღეა ზედაპირული დაკვირვებით ასეა“,- განაცხადა ენდელაძემ.