ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ გახარია თავისას გაიტანს, იქნება სახელმწიფოებრივად კარგი, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ, რომ გამოცდილმა ინტრიგანებმა პირიქით, გახარია შეჭამონ” – ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, თუ გახარია თავისას გაიტანს, ეს იქნება სახელმწიფოებრივად კარგი. მისი თქმით, პრემიერის განცახდებას შიდა ინტრიგები მოყვება.

„შსს-ში, განსაკუთრებით კრიმინალურ პოლიციაში, როგორც ჩანს, არის უსერიოზულესი პრობლემები, სხვადასხვა ტიპის. ძალიან მოდუნებულია სისტემა და შესაბამისად, ნდობა სამართალდამცავი სისტემის არის ძალიან დავარდნილი, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. აქედან გამომდინარე, იქ რეფორმირება არის აუცილებელი. ვფიქრობ, გახარიას განცხადება ვითარების ადეკვატურია. მთავარია, რომ სიტყვებს მოჰყვეს რეალური მოქმედებები.

ჯერ ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ განცხადება. ნუ ჩავთვლით, რომ გახარიას აქვს კომფორტი რომ გააკეთოს, რაც უნდა. მის ამ განცხადებას, ბუნებრივია, მოყვება შიდა ინტრიგები, მათ შორის მის წიანააღმდეგაც და ვიღაც შეეცდება, რომ პირიქით შეუტრიალოს ეს ყველაფერი. სისტემა დგას ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის კარზე ახლა დაიწყება მოძრაობები. თუ გახარია თავისას გაიტანს, ეს იქნება სახელმწიფოებრივად კარგი, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ გამოცდილმა ინტრიგანებმა პირიქით, გახარია შეჭამონ. ასე რომ, ეს არაჯანსაღი, მანკიერი მმართველობითი სისტემა არაპროგნოზირებადია. გახარია რომ იყოს რეალური პრემიერ-მინისტრი, რეალური ძალაუფლებით, შეგვეძლო ცალსახა დასკვნები გაგვეკეთებინა და ოპტიმიზმი გაგვჩენოდა, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ დიდწილად მას ეს ძალაუფლება ხელში არ უჭირავს, სხვაგან დევს ძალაუფლება, შესაბამისად, ვითარებაც ნაკლებად პროგნოზირებადია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ მთავრობის სხოდმაზე განაცხადა, რომ შსს-ში გამოძიებასთან დაკავშირებით პრობლემებია.

იტვირთბა....