მთავარი ციტატა

“ჩემთვის მინისტრობა პირველი დღიდან დისკომფორტი იყო” – სერგეენკო

“არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ გამორჩეული და გამონაკლისი ვარ. მართალი გითხრათ, ჩემთვის მინისტრობა პირველი დღიდან დისკომფორტი იყო. მქონდა ვალდებულების შეგრძნება, ჩემი ქვეყნის სიყვარული და გუნდისადმი პასუხისმგებლობა. „მე მაშინ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე იმ მიზეზის გამო, რომელიც მოგახსენეთ, ვეღარ ვაკეთებდი საქმეს ისე, როგორც საჭირო იყო. რაც შეეხება იმას, რამდენად უკეთესი და ეფექტიანი პროექტები განხორციელდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუნდაც ერთი მიზეზის გამო, რადგან თავს დაგვატყდა პანდემია, რომელმაც საერთოდ შეცვალა დღის წესრიგი არა მარტო ჩვენთან, არამედ მთლიანად.”

დავით სერგეენკო – საბურთალოს ოლქში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი

ამის შესახებ სერგეენკომ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....